შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თბილისის განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს აშშ-ის ჯორჯიის შტატის გამოძიების ბიუროს უფროსი ვერნონ ქიინანი და ამავე შტატის სხვადასხვა პოლიციური დანაყოფის ხელმძღვანელი პირები და საქართველოში აშშ-ის საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობის საერთშორისო ბიუროს (INL) პროგრამის წარმომადგენლები ესტუმრნენ. დელეგაციის წევრებმა შს მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მღებრიშვილთან, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორ მერაბ მალანიასთან, ამავე დეპარტამენტისა და შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძებების ცენტრის სხვა ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.
დელეგაციის წევრებმა თბილისის განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს ინფრასტრუქტურა, აღჭურვილობა და ავტოპარკი დაათვალიერეს. დეპარტამენტის თანამშრომლებმა სტუმრებს მუშაობის სპეციფიკა გააცნეს. შეხვედრაზე მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის შედეგები შეაჯამეს, განიხილეს მიმდინარე პროექტები, აღნიშნეს მათი განსაკუთრებული მნიშვნელობა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტური მექანიზმის განვითარების საქმეში და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები დასახეს. განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს პირადმა შემადგენლობამ აშშ–ის წარმომადგენლებისთვის სხვადასხვა სახის მოდელირებული, საჩვენებელი წვრთნა ჩაატარა.
შსს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი მრავალი წელია აქტიურად თანაშრომლობს აშშ-ის საელჩოს „INL“-ის პროგრამასთან. სწავლებების დიდი ნაწილი ჯორჯიის შტატის სამართალდამცავ უწყებათა ინსტრუქტორების ხელშეწყობით ხორციელდება. აღნიშნული პროგრამის მხარდაჭერით, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს სხვადასხვა სფეროში ტრენინგები პერიოდულად უტარდებათ.