შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის დანაყოფებმა მონაწილეობა მიიღ...
05-07-2015

შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის დანაყოფებმა მონაწილეობა მიიღეს აქციაში ”გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე”

შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტის 400-მდე, სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის 100-მდე და ამავე ცენტრის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა, აქციის ფარგლებში – „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“, სისხლი გაიღეს.

აქციაში ჩაერთნენ შსს-ს სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტის დირექტორი ბონდო ოჩიგავა, სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის დირექტორი ზურაბ ზურაბიშვილი, სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის ადმინისტრაციის უფროსი რუსუდან კასრაძე, სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სხვა წარმომადგენლები.

შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის დანაყოფები რეგულარულად იღებენ მონაწილეობას მსგავს ღონისძიებებში და მომავალშიც გააგრძელებენ, რათა დახმარება გაუწიონ ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს და შემცირდეს სისხლის დეფიციტი .