შსს-ს სასაზღვრო პოლიციის მესაზღვრეები სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დალოცა.
დალოცვის ცერემონიას სასაზღვრო პოლიციის უფროსი, გენერალ-მაიორი ზურაბ გამეზარდაშვილი და უწყების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დალოცა ჩვენი მესაზღვრეები, უსურვა ჯანმრთელობა, მხნეობა, გამძლეობა და გაერთიანებული საქართველოს ტერიტორიების დაცვა, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და აქვე მადლობა გადავუხადო ყველა ჩემს წინამორბედს, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ქართველი მესაზღვრეების სულის განმტკიცებაში. თუ როგორი მტკიცენი არიან მათ ეს არა ერთხელ დაამტკიცეს და თუ დაჭირდება ჩვენს ქვეყანას მზად ვართ საკუთარი სიცოცხლე გადავდოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და მასში მაცხოვრებელი მოსახლეობის ბედნიერი მომავლისათვის.“– განაცხადა ზურაბ გამეზარდაშვილმა.