შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შსს-ს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა 3 წლის დაკარგული ბიჭი იპოვეს
26-07-2015

შსს-ს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა 3 წლის დაკარგული ბიჭი იპოვეს

შსს-ს საპატრულო პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს ბათუმში, ბულვარის მიმდებარედ მიმართა ახალგაზრდა ქალბატონმა, რომელმაც განუცხადა, რომ 3 წლის შვილი დაეკარგა და პატრულს დახმარებას სთხოვდა.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მიმდებარე ქუჩები გადაამოწმეს და დაკარგული ბიჭუნა სასტუმრო „ინტურისტის“ მიმდებარედ რამდენიმე წუთში იპოვეს. მცირეწლოვან ბავშვს არანაირი დაზიანება მიღებული არ ჰქონდა და ის ოჯახს უვნებელი დაუბრუნდა.