მედიაში დღეს გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა, რომელმაც განაცხადა, რომ აღნიშნული კადრები გადაღებულია 2013 წლის ივნისში, ქალაქ ბორჯომში და პირი, რომელიც კადრებში ჩანს, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა კანონის შესაბამისად, ადმინისტრაციული წესით დააკავა და დააჯარიმა.
ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თითქოს-და ამ შემთხვევის გამო საპატრულო პოლიციის თანამშრომელი სამსახურიდან გათავისუფლდა, არ შეესაბამება სიმართლეს. მისივე განცხადებით, გიორგი ლომსაძემ საპატრულო პოლიცია პირადი განცხადებით დატოვა, ხოლო მისი მეწყვილე დავით გვიმრაძე დაწინაურდა და დღემდე აგრძელებს მუშაობას საპატრულო პოლიციაში.