შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შსს-ს საპატრულო პოლიციამ საქართველოს საბაჟო საზღვარზე ფეთქებადი ნივთიერების გადმ...
25-07-2015

შსს-ს საპატრულო პოლიციამ საქართველოს საბაჟო საზღვარზე ფეთქებადი ნივთიერების გადმოტანის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს და ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს საბაჟო საზღვარზე ფეთქებადი ნივთიერების გადმოტანის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე, 1970 წელს დაბადებული ოთარ გ. დარიალის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში დააკავეს.

სამართალდამცველებმა ოთარ გ-ს კუთვნილი "ვაზ 3221" ტიპის ავტომანქანის დათვალიერებისას აღმოჩენილი სამალავებიდან არადეკლარირებული ტვირთი - 180 ქილა ფეთქებადი ნივთიერება - დენთი ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 45280,8 გრამ უკვამლო დენთს წარმოადგენს და ფეთქებად ნივთიერებათა კატეგორიას განეკუთვნება. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება საქართველოს საბაჟო საზღვარზე ფეთქებადი ნივთიერების გადმოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის მე-4 ნაწილით).