შს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის ინიციატივით დაწყებული საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსმა თეიმურაზ კალანდაძემ, სამხარეო მთავარი სამმართველოს და რაიონული სამმართველოების თანამშრომლებთან ერთად, ნინოწმინდის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა თავშესაფრის აღსაზრდელებს შობა-ახალი წელი მიულოცა და საახალწლო საჩუქრები გადასცა.
სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლები ნინოწმინდის ბავშვთა სახლს სისტემატურად ეხმარებიან. საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, საახალწლო დღესასწაულთან დაკავშირებით, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა თავშესაფრის 170-მდე ბენეფიციარს ტკბილეული, სურსათი და საახალწლო საჩუქრები გადასცეს.