შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თოვლში ჩარჩენილი 45...
24-02-2017

შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თოვლში ჩარჩენილი 45 მოქალაქე უსაფრთხოდ გამოიყვანეს

შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ნინოწმინდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებთან ერთად ჩატარებული სამაშველო ღონისძიების შედეგად, დიდთოვლობისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ნინოწმინდა-წალკა-თბილისის საავტომობილო გზაზე თოვლში ჩარჩენილი 15 ავტომანქანა და 45 მგზავრი გამოიყვანეს.

სამართალდამცველებმა, ნინოწმინდისა და წალკის მუნიციპალიტეტების მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტომანქანებიდან 4 მოხუცი და 5 მცირეწლოვანი ბავშვი მშობლებთან ერთად უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.

ამ დროისთვის ყველა მგზავრი და ავტომანქანა ნინოწმინდისა და წალკის მუნიციპალიტეტების მიმდებარე ტერიტორიიდან გამოყვანილია. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.