შინაგან საქმეთა სამინისტროს საკალათბურთო გუნდმა „შსს აკადემიამ“ საქართველოს 2014-2015 წლის სუპერლიგის მეორე თამაშში წარმატებით იასპარეზა. „შსს აკადემიამ“ დაძაბულ შეხვედრაში გუნდი „სოხუმი“ 105:75 ანგარიშით დაამარცხა. შსს-ს გუნდის მთავარი მწვრთნელის, კოტე ტუღუშის განცხადებით, „შსს აკადემია“ წლევანდელი სეზონის ერთ-ერთი ფავორიტია და სუპერლიგაში გამარჯვება აქვს განზრახული.
აღსანიშნავია, რომ შსს-ს საკალათბურთო კლუბმა „შსს აკადემიამ“ 2013 წელს 26 მაისს სუპერლიგაში გამარჯვება მოიპოვა, ხოლო იმავე წლის დასაწყისში საქართველოს თასის მფლობელი გახდა, რაც მნიშვნელოვანი წარმატებაა კლუბის არსებობის მანძილზე. ამას გარდა, „შსს აკადემია“ ერთადერთი კლუბია სუპერლიგის გათამაშებაში, რომელიც მხოლოდ ქართველი კალათბურთელებით არის დაკომპლექტებული.