შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტს ეუთო-ს სპეციალური წარმომადგენელი სამ...
22-10-2014

შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტს ეუთო-ს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ანჯელო გნედინგერი ეწვია

შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი შალვა ენუქიძე, დეპარტამენტის და უწყების სხვა წარმომადგენლები სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს სპეციალურ წარმომადგენელ ანჯელო გნედინგერს, მის კოლეგებს – კორინ ლებელჰომს და კრისტიან დისლერს შეხვდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ვითარება განიხილეს. საუბარი შეეხო ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ შეხვედრებს, ასევე განიხილეს უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების საქმეების ეფექტური გამოძიების გზები.