შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი შალვა ენუქიძე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელ ტოივო კლაარს და ევროკავშირის წარმომადგენლებს შეხვდა.
მხარეებმა ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ვითარება განიხილეს. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. საუბარი ასევე შეეხო მიმდინარე საკითხებსა და ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივებს.