შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წა...
29-07-2014

შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები ეწვივნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი გოჩა რატიანი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ოპერაციების განყოფილების უფროსს – კლაივ ტროტს და მეკავშირე ოფიცერ მარის დომინსს შეხვდა. კლაივ ტროტს მისიის ვადა ამოეწურა და საქართველოს უახლოეს მომავალში დატოვებს.

საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა კლაივ ტროტს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.