შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კვირეულის ფარგლებში, თბილისში გვირაბები სტრი...
20-05-2017

შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კვირეულის ფარგლებში, თბილისში გვირაბები სტრიტ-არტის სტილით მოიხატა

შს სამინისტროს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კვირეულის - „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ ფარგლებში, თბილისში, ყოფილი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე და მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, გალაკტიონის ხიდის ახლოს მდებარე გვირაბების კედლები სტრიტ-არტის სტილით მოიხატა.

მხატვარმა ლუკა ჯაფარიძემ და შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის სახემ, შსს-ს სპორტული კლუბი MIA Force-ის ავტომრბოლელმა დათა ქაჯაიამ გვირაბების კედლებზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის ლოგო - საგზაო ნიშნებით დაფარული გული და სლოგანი დახატეს.

კვირეულის განმავლობაში, დედაქალაქის სხვადასხვა უბანში, სტრიტ-არტის სტილით კიდევ რამდენიმე კედელი მოიხატება.

აქციის მიზანია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.