შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები "ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელი"-ს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარს ესტუმრნენ და იქ მცხოვრებ მანდილოსნებს დედის დღე მიულოცეს. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველებმა ქალბატონებს და მათ შვილებს საყოფაცხოვრებო ნივთები, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, სათამაშოები და ტკბილეული გადასცეს.
თავშესაფრის ბინადარმა ქალბატონებმა და "ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი"-ს ხელმძღვანელმა ნატო შავლაყაძემ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანადგომისა და გულისხმიერებისთვის მადლობა გადაუხადეს.