შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა სკოლა-კომპლექს ,,სა...
05-06-2015

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა სკოლა-კომპლექს ,,სადუნში“ სიმულაციური ევაკუაცია განახორციელეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა თბილისის საერო საშუალო სკოლა-კომპლექს ,,სადუნში“ მიწისძვრის შედეგად გაჩენილი ხანძრის დროს სასწავლო ევაკუაცია განახორციელეს.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველებმა წინასწარ შემუშავებული სცენარის მიხედვით, შენობიდან 600-მდე ბავშვის და მათი მასწავლებლების ევაკუაცია მოახდინეს. აღნიშნული სწავლება სააგენტოს მიერ წამოწყებული კამპანიის ,,სამოქალაქო უსაფრთხოება სკოლებში’’ ფარგლებში ჩატარდა. სააგენტოს თანამშრომლებმა სკოლა-კომპლექსის მოსწავლეებს , მასწავლებლებს და ბაგა-ბაღის აღსაზრდელებს სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ თეორიული და პრაქტიკული სწავლება ჩაუტარეს. სწავლების ფარგლებში, მეხანძრე-მაშველებმა სპეციალური საკაცითა და კალათებით სკოლის შენობიდან "დაშავებულები" ჩამოიყვანეს.
აღნიშნული ღონისძიების მიზანია, საგანგებო სიტუაციების დროს სკოლა-კომპლექსის აღსაზრდელებისა და პერსონალის მზადყოფნა, ინციდენტზე კოორდინირებული რეაგირების უნარ-ჩვევების გაუმჯობესება, შესაბამისად, მათი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვა.