შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს აშშ-ს თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოსა და აშშ-ს საელჩოს ორგანიზებით ჩატარებულ ტრენინგში, სახელწოდებით, „ქიმიური და ბიოლოგიური შემთხვევებისა და ინციდენტების დროს დახმარება, დაგეგმვა და რეაგირება“ .
ოთხდღიანი სწავლება სამაგიდო შეხვედრის ხასიათს ატარებდა და პრეზენტაციების თანხლებით მიმდინარეობდა.
ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებმა: სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სამოქალაქო უსაფრთხოების სამმართველოს, მოსახლეობის დაცვისა და მომზადების სამსახურის უფროსი მირიან მიქალაძე, სამოქალაქო უსაფრთხოების სამმართველოს, მოსახლეობის დაცვისა და მომზადების სამსახურის, ქბრბ კოორდინაციის განყოფილების უფროსი ჯოჯიკ ტაბატაძე, განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს, ქბრბ ინციდენტებზე რეაგირების განყოფილების უფროსი მალხაზ ლაგურაშვილი, განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს, ქბრბ ინციდენტებზე რეაგირების განყოფილების უფროსი ინსპექტორი გიორგი ბეჟიტაშვილი. სწავლებაში ასევე ჩართული იყვნენ სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლები.
მსგავსი ტრენინგების მიზანია ქიმიური და ბიოლოგიური შემთხვევებისა და ინციდენტების დროს დახმარების, დაგეგმვისა და რეაგირების საკითხებში უცხოელი კოლეგების გამოცდილების გაზიარება და ურთიერთთანამშრომლობა. სწავლების დასასრულს ყველა მონაწილეს სერთიფიკატი გადაეცა.