შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველებმა წითელი ჯვრის საზოგადოებასთან ერთად, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში მასშტაბური სიმულაციური სწავლება ჩაატარეს. ღონისძიება სამი ფაზისაგან შედგებოდა : საამქროში გაჩენილი ხანძრის სიმულაცია , ე.წ ,,დაშავებულების“ გამოყვანა, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხევში გადავარდნილი ავტომანქანიდან დაზარალებულების გამოყვანის სიმულაცია და წყალდიდობის დროს, სოფლიდან მოსახლეობის ევაკუაციის სიმულაცია. აღნიშნული სწავლების დროს ნაჩვენები იყო, როგორც ხანძრის ჩაქრობა ასევე არაერთი სამაშველო ღონისძიება, სადაც წითელი ჯვრის წარმოამდგენლებთან ერთან 50-მდე მეხანძრე-მაშველი იყო ჩართული. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული სწავლების მიზანია, დაინტერესებული მხარეებისთვის კატასტროფების რისკების შემცირების სფეროში გამოცდილების გაზიარება და ასევე, საგანგებო სიტუაციების დროს მოსახლეობის მზადყოფნისა და ინციდენტზე კოორდინირებული რეაგირების უნარ-ჩვევების გამოვლენა.