შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ქიმიურ, რადიაციულ და ბიოლოგიურ ინციდენტებზე რეაგირების განყოფილების თანშრომლებმა, სამხრეთ აღმოსავლეთ კავკასიის, უკრაინისა და მოლდოვის ოფიციალურმა პირებმა ,,პროექტ 44“-ის ფარგლებში სასტუმრო ამბასადორში სამდღიანი სამუშაო შეხვედრები გამართეს.
აღნიშნული პროექტი ევროკომისიის დაფინანსებით ხორციელდება და მისი კოორდინატორი საქართველოში სააგენტოს ქიმიურ რადიაციულ და ბიოლოგიურ ინციდენტებზე რეაგირების განყოფილების უფროსი მალხაზ ლაგურაშვილია . სამუშაო შეხვედრების მიზანია, აღნიშნულ ქვეყნებში ,,ქბრბ“ მორეაგირეთა შესაძლებლობების განვითარება და ,,ქბრბ“ ინციდენტების დროს უწყებათა შორის კოორდინაციის გაუმჯობესება.