შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველები სამძებრო სამუშაოებს განაგრძობენ.
სააგენტოს თანამშრომლები მდინარე მტვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროზე, ზედაპირულ და სიღრმისეულ სამძებრო სამუშაოებს ატარებენ.
საძიებო სამუშაოებში ჩართულია, როგორც შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცოცხალი ძალა, ასევე, თავდაცვის სამინისტროს სპეციალური ტექნიკა.