შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს შტაბს დედაქალაქის მერი დავით ნარმანია ესტუმრა. მერი პირადად გაეცნო ზოოპარკისა და მზიურის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოებს. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო, შსს-ს სხვა დანაყოფებთან ერთად, მე-11 დღეა სტიქიის ზონაში სამძებრო და გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებს. ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს „მზიურისა“ და ზოოპარკის ტერიტორიაზე.