შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველები ქობულეთში, სტიქიის შედეგად დატბორილ ქუჩებში ოპერატიულად იყვნენ მობილიზებული. სახლებში შესული წყლის ამოტუმბვა და სტიქიის ზონებში სამაშველო-გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ, 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობდა. სამაშველო ღონისძიებებში, ადგილობრივ სახანძრო-სამაშველო ჯგუფებთან ერთად, გურიის, იმერეთის და სამეგრელოს განყოფილებების მეხანძრე-მაშველები ჩაერთნენ. თბილისიდან დამატებით გაიგზავნა 150-მდე მეხანძრე-მაშველი. სტიქიის ზონაში ასევე მობილიზებული იყო რამდენიმე ათეული სახანძრო და სამაშველო ავტოტექნიკა. ქობულეთსა და მის შემოგარენში გაწმენდითი და ამოტუმბვითი სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.