შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველებმა ფიჭვის ნერგები...
27-04-2015

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველებმა ფიჭვის ნერგები დარგეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესის და უნეტარესის ილია II–ის მიერ დაფუძნებულ ფონდ - „გაამწვანე საქართველოსთან “ ერთად ფიჭვის ნერგები დარგეს.

ფონდი „გაამწვანე საქართველო“ ქვეყანაში ეკოლოგიური პრობლემების აღმოფხვრას და ტყე-პარკების შექმნას ისახავს მიზნად.

აღნიშნულ ფონდთან შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო სისტემატურად თანამშრომლობს. აქციის ფარგლებში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს ტერიტორიაზე სააგენტოს თანამშრომლებმა ოცდაათი ფიჭვის ნერგი დარგეს. ღონისძიება ბუნების მოვლას და გარემოზე ზრუნვას ემსახურებოდა.