შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა წარმატებული სამაშველო ღ...
26-10-2015

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა წარმატებული სამაშველო ღონისძიების შედეგად ოთხი მეთევზის გადარჩენა მოახერხეს

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სამტრედიის სახანძრო-სამაშველო განყოფილების მაშველებმა, წარმატებით ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ოთხი მეთევზე მდინარიდან უვნებლად გამოიყვანეს.
შეტყობინება ოპერატიული მართვის ცენტრ ,,112"-ში შევიდა, იმის შესახებ, რომ სამტრედიის რაიონის სოფელ ბაშში ოთხი მამაკაცი სათევზაოდ იყო შესული, რა დროსაც მდინარე რიონი ადიდდა და მეთევზეები გამოსვლას ვეღარ ახერხებდნენ. შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდა სამტრედიის სამაშველო სამსახური. ჩატარებული ღონისძიების შედეგად, მდინარიდან მაშველებმა ოთხივე მეთევზე უვნებლად გამოიყვანეს.