შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ქალაქ ხონის სახანძრო-სამაშველო განყოფილებას ხონის N1 და N2, ასევე, ხონის მუნიციპალიტეტის სოფლების – მათხოჯისა და ივანდიდის საჯარო სკოლების მე-9 და მე-10 კლასების მოსწავლეები და პედაგოგები ესტუმრნენ.
მოსწავლეებმა სახანძრო-სამაშველო განყოფილების შენობა, სპეციალური ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერეს, ასევე, სახანძრო-სამაშველო განყოფილების მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ.
აღნიშნული ვიზიტი უფროსკლასელებს დაეხმარება სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში ცოდნის ამაღლებაში, მეხანძრე-მაშველის პროფესიის და სახანძრო-სამაშველო სამსახურის საქმიანობის უკეთ გაცნობაში.