შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა სენდაიში თურქ და ებრაელ...
19-03-2015

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა სენდაიში თურქ და ებრაელ კოლეგებთან გამართა შეხვედრა

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი ზვიად ქაწაშვილი იაპონიის ქალაქ სენდაიში რიგით მესამე მსოფლიო კონფერენციაში მონაწილეობის პარალელურად უცხოელ კოლეგებთან საქმიან შეხვედრებს მართავს. ზვიად ქაწაშვილმა იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში თურქეთის საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დირექტორს აბდულა დისილზიმს და ისრაელის ეროვნული საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დირექტორს ბეზალელ ტრაიბერს შეხვდა. მხარეებმა საგანგებო სიტუაციების საკითხებში ქვეყნების გამოცდილებაზე ისაუბრეს. შეხვედრაზე დაისახა სამომავლო გეგმები ერთობლივად განსახორციელებელ პროექტებთან დაკავშირებით. ქართველმა და თურქმა კოლეგებმა შეხვედრაზე, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების პერსპექტივები განიხილეს.