შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა ზვიად ქაწაშვილმა სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, შს მინისტრის მოადგილეს, ბატონ თეიმურაზ მღებრიშვილს სააგენტოს ცენტრალური აპარატის ,მთავარი სამმართველოებისა და რეგიონალური დანაყოფების ხელმძღვანელები წარუდგინა.
შეხვედრაზე მინისტრის მოადგილე საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებებსა და არსებულ პრობლემებს გაეცნო. ზვიად ქაწაშვილმა ისაუბრა მიმდინარე წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოების შესახებ, ასევე დეტალურად განიხილეს სააგენტოს სამომავლო გეგმები და დასახული ამოცანები.
თეიმურაზ მღებრიშვილმა სააგენტოს ხელმძღვანელ პირებს და დამსწრე საზოგადოებას გაწეული შრომისათვის მადლობა გადაუხადა, მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა და სრული მხარდაჭერა აღუთქვა.