შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ მტკვარზე სამაშველო სამსახურის განა...
31-07-2016

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ მტკვარზე სამაშველო სამსახურის განახლებული შენობა გახსნა

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ თბილისში, მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამაშველო სამსახურის განახლებული შენობა გახსნა.

ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია და შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი ზვიად ქაწაშვილი დაესწრნენ.

მათ ახალი შენობა, სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერეს. უახლესი ტექნიკითა და ინვენტარით აღჭურვილი სამაშველოს შენობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მეხანძრე-მაშველთა ყოველდღიურ სამუშაო პირობებს.