შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის მაშველები ბორჯომის ტყე-პარკში ...
21-06-2014

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის მაშველები ბორჯომის ტყე-პარკში გაუჩინარებული გერმანელი ექსპერტის საძიებო სამუშაოებს აგრძელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლები ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში 8 ივნისს გაუჩინარებული 73 წლის გერმანელი მეცნიერის სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს განაგრძობენ. დაკარგული მეცნიერის მოსანახად სამთო-სამაშველო ჯგუფებმა საფეხმავლო ბილიკები გაიარეს და ვერტმფრენიდან დათვალიერება განახორციელეს.

გარემოსდაცვით საკითხებზე მომუშავე ჰანს ჰოეფლე საქართველოს გერმანიის საერთაშორისო განვითარების საზოგადოების მოწვევით ესტუმრა. წინასწარი ინფორმაციით, ექსპერტი 7 ივნისს ბორჯომის ხეობაში დასასვენებლად წავიდა. 10 ივნისს „112“-ში შევიდა შეტყობინება მისი დაკარგვის შესახებ. ჰანს ჰოეფლეს ქართველმა კოლეგამ განაცხადა, რომ იგი სამსახურში არ გამოცხადდა. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო ჯგუფებმა იმავე დღეს დაიწყეს საძიებო-სამაშველო ღონისძიება. წინასწარი ინფორმაციით, გერმანელი მეცნიერი 8 ივნისს სამეცხვარიოსა და ლომისმთის მიმდებარე ტერიტორიაზე მეცხვარეებმა ნახეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მიმართავს, თუ ვიმეს რაიმე სახის ინფორმაცია გააჩნია გაუჩინარებული 73 წლის გერმანელი მეცნიერის ჰანს ჰოეფლეს შესახებ, დარეკონ „112“-ზე.