შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ევროკავშირის სა...
05-11-2014

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დირექტორი ზვიად ქაწაშვილი და დირექტორის მოადგილე ლევან ბუიღლიშვილი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დელეგაციის წარმომადგენლებს: შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მისიის მეკავშირე ოფიცერ საულიუს არუნას ნორკუნასის და გაფორმებულ მემორანდუმებთან შესაბამისობის ჯგუფის ხელმძღვანელ აბრაჰამ ედელის შეხვდნენ.

ევროკავშირის მისიის დელეგაციის წარმომადგენლები შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ფუნქციებს და ამოცანებს გაეცნენ. სტუმრებს ასევე გააცნეს ის საკანონმდებლო ნორმები, რომლის მიხედვითაც საქართველოში ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციების მართვა ხორციელდება, როგორიცაა კოორდინაცია სამინისტროებთან, უწყებებთან, სხვადასხვა ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციასთან. დელეგაციის წარმომადგენლებს საქართველოში საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროს გაუმჯობესების მიზნით დაგეგემილი რეფორმის და მიმდინარე ღონისძიებების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. სტუმრები აგრეთვე გაეცნენ ბოლო პერიოდში მომხდარი ფართომასშტაბიანი საგანგებო სიტუაციების დროს დეპარტამენტის მიერ ჩატარებულ სამუშაოებს.

შეხვედრის დასასრულს სტუმრებმა მაღალი შეფასება მისცეს საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროს გაუმჯობესების მიზნით დეპარტამენტის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს.