საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საფრანგეთის საზოგადოებრივი უსაფრთხოების ცენტრალური დირექტორატის წარმომადგენელი ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, დღეს შეხვედრა გაიმართა შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის და რეფორმებისა და განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებთან. შეხვედრის დროს განიხილეს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის საკითხები.
ასევე გაიმართა შეხვედრები ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის, რეფორმებისა და განვითარების სააგენტოს, ინტერპოლის და შსს-ს აკადემიის წარმომადგენლებთან. ვიზიტი ორგანიზებული იყო ევროპის პოლიციის კოლეჯის (სეპოლის) გაცვლითი პროგრამის ფარგლებში და მიზნად ისახავდა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე გამოცდილების გაზიარებას.