შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შსს-ს ორი თანამშრომელი გენერალური ინსპექციის შემოწმების საფუძველზე სამსახურიდან...
28-04-2015

შსს-ს ორი თანამშრომელი გენერალური ინსპექციის შემოწმების საფუძველზე სამსახურიდან დაითხოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომელი პოლიციელისათვის შეუფერებელი ქმედებისთვის, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო მოხმარების ფაქტზე სამსახურიდან დაითხოვეს.

შსს-ს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, 1970 წელს დაბადებული, შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტის 1-ლი სამმართველოს 1-ლი განყოფილების 1-ლი ქვეგანყოფილების დაცვის თანამშრომელი გ.მ. დააკავეს, რომლისგან ამოღებულია 2 შეკვრა 0,83 გრ ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანა. ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, აღნიშნულ პირს ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. აღნიშნულის საფუძველზე, სასამართლომ გ.მ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის შესაბამისად, 500 ლარით დააჯარიმა;

შსს-ს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, 1986 წელს დაბადებული, შსს-ს პოლიციის აკადემიის მსმენელი - ი.რ. დააკავეს. ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, მას ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. აღნიშნულის საფუძველზე, სასამართლომ ი.რ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის შესაბამისად, 500 ლარით დააჯარიმა.