შინაგან საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის ინიციატივით ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ შს სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წამოწყებულ აქციას საქართველოს სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაცია შუერთდა. სასკოლო სპორტის ეროვნულმა ფედერაციამ სოლიდური სიმსივნით დაავადებულ მოზარდებზე მზრუნველ „ბერი ანდრიას სახელობის ფონდთან“ ერთად განახორციელა აქცია სახელწოდებით „სიკეთე უსასრულოა“. აქციის ფარგლებში, საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში გამოცხადდა კონკურსი და დაწყებითი კლასის მოსწავლეებს შესთავაზეს შეექმნათ ნახატები თემაზე „სიკეთე უსასრულოა“.
წარმოდგენილი ნამუშევრებიდან საუკეთესო ნახატები შეირჩა, რომელთა გამოფენა ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში მოეწყო. ღონისძიებას ესწრებოდნენ: შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ნინო გიორგობიანი, განათლების და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განათლების დეპარტამენტის უფროსი ნინო კვიტაიშვილი, სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გია ბეგიაშვილი, სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის სამდივნოს წევრი კახა ნიკოლაძე, სხვადასხვა საჯარო სკოლის დირექტორები და საზოგადოებისათვის ცნობილი სახეები. ნამუშევრები ასევე განთავსდა ინტერნეტ სივრცეში.
ჟიურის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა ათმა ნამუშევარმა, ხოლო საუკეთესო ნამუშევრების გამარჯვებულები ავტორები როგორც თბილისის, ასევე რეგიონების საჯარო და კერძო სკოლებიდან შეირჩნენ. ყველა გამარჯვებული სპეციალური სიგელებითა და სხვადასხვა წიგნით დაჯილდოვდა.
განსაკუთრებული აქტიურობისთვის ასევე დაჯილდოვდა ყვარელის საჯარო სკოლის დირექტორი ნანა ქაფიანიძე.