შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შსს-ს ოჯახში ძალადობის პრევენციისა და მასზე ეფექტიანი რეაგირების კომისიის წევრებ...
23-04-2015

შსს-ს ოჯახში ძალადობის პრევენციისა და მასზე ეფექტიანი რეაგირების კომისიის წევრებმა შიდა ქართლში სამუშაო შეხვედრა გამართეს

შსს-ს ოჯახში ძალადობის პრევენციისა და მასზე ეფექტიანი რეაგირების კომისიის წევრები - შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის პროექტების მართვის სამმართველოს უფროსი მაკა ფერაძე და შსს-ს აკადემიის საპატრულო პოლიციის ფაკულტეტის უფროსი ნოდარ სააკაშვილი შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს წარმომადგენლებს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის დანაყოფების ხელმძღვანელებს შეხვდნენ.

სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს ყველა ის საკანონმდებლო სიახლე, რომლებიც შსს-ს ინიციატივით 2014 წელს შეიმუშავეს, ასევე, განხორციელებული კამპანიები და აქტივობები. შეხვედრის მონაწილეებმა მიმოიხილეს ის პრაქტიკული ხარვეზები, რაც სამართლებრივი მექანიზმების იმპლემენტაციის თვალსაზრისით არსებობს. შეხვედრის მიზანი იყო ცვლილებების პრაქტიკაში იმპლემენტაციის ხელშეწყობა და პრაქტიკული რეკომენდაციების მიღება.