შსს-ს სპორტულ კლუბ "MIA Force"-ის მრბოლელებმა დათა ქაჯაიამ, ლაშა ნადირაშვილმა და წელს პირველად საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სახელით მოასპარეზე დათო აფციაურმა წრიულ რბოლაში საქართველოს ჩემპიონატის მე-9 ფინალურ ეტაპში მიიღეს მონაწილეობა. რბოლა "Formula Alfa"-ს და "Legends"-ის კლასის ავტომობილებში რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე გაიმართა.
"Formula Alfa"-ს კლასის ავტომობილით მოასპარეზე ლაშა ნადირაშვილმა შეძლო საპრიზო ადგილზე გასვლა და მესამე ადგილი მოიპოვა, ხოლო ამავე კლასში, გუნდურ ჩათვლაში, შსს-ს სპორტულმა კლუბმა "MIA Force"-მა პირველი ადგილი დაიკავა. რაც შეეხება "Legends"-ის კლასის ავტომობილით მოასპარეზე დათა ქაჯაიას, მან რბოლა მესამე საპრიზო ადგილზე დაასრულა.