შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ხმას ორ სპეცუბანში მისცემენ: თბილისში, სამგორის რაიონის მე-6 საარჩევნო ოლქის 115-ე უბანში და ზუგდიდში, 67-ე საარჩევნო ოლქის 110-ე უბანში.
შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, იმის გამო, რომ გასული წლების განმავლობაში იყო 14 ე.წ. დახურული უბანი, სადაც კონტროლი არ არსებობდა და მონიტორინგის უფლება არავის ჰქონდა, გასულ წელს ე.წ. დახურული უბნები გაუქმდა და დარჩა სამი სპეცუბანი, ხოლო წელს დარჩა მხოლოდ ორი აუცილებელი სპეცუბანი იქ, სადაც შსს-ს ვადიანი სამხედრო მოსამსახურეები მსახურობენ.