შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შსს-ს მომსახურების სააგენტოს უკრაინის პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგის ჯგუფის ...
06-05-2015

შსს-ს მომსახურების სააგენტოს უკრაინის პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგის ჯგუფის წარმომადგენლები და ბიზნესმენები ეწვივნენ

შსს-ს მომსახურების სააგენტოს უკრაინის რესპუბლიკის დელეგაცია ესტუმრა. სააგენტოს სტრატეგიული განვითარების სამმართველომ უკრაინის პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგის ჯგუფის წარმომადგენლებსა და ბიზნესმენებს უმასპინძლა. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა სარეგისტრაციო დარბაზი დაათვალიერეს და მომსახურების სააგენტოს ყველა სერვისის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. სტუმრები ასევე გაეცნენ მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის ახალ, 3D ბილეთებსა და სახელმწიფო სანომრე ნიშნის დამზადების ტექნოლოგიას.

უკრაინის პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგის ჯგუფის წარმომადგენლებმა მომსახურების სააგენტოსთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს.