შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის პერსონალმა და დეპარტამენტის ხელმძღვანელობამ აქციის – „გაიღე სისხლი. გადაარჩინე სიცოცხლე“ – ფარგლებში, ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი გაიღო.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ აქციაში მესამე წელია მონაწილეობს და სამინისტროს თანამშრომლები მ. იაშვილის სახელობის კლინიკის „სისხლის ბანკის“ დახმარებით ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლს რეგულარულად აბარებენ.
სისხლის ჩაბარების აქცია როგორც თბილისში, ასევე საქართველოს ყველა რეგიონში პერმანენტულად იმართება და მასში სამინისტროს ყველა დანაყოფის თანამშრომელი მონაწილეობს. აღნიშნულ აქციაში მონაწილეობის მიზანია ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის შემცირება.