შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შსს-ს მეხანძრე-მაშველებს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებ...
26-08-2017

შსს-ს მეხანძრე-მაშველებს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი შეხვდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თბილისის მთავარ სამმართველოს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეტ რუდი ეწვია.

ელიზაბეტ რუდმა აღფრთოვანება გამოხატა ბორჯომის ხეობაში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველების პროფესიონალური მუშაობის გამო: „ჩვენ აღფრთოვანებული ვართ ქართველი მეხანძრეების თავდადებით. ისინი ნამდვილად გმირულად მუშაობენ ბორჯომის ხეობაში ცეცხლის ჩასაქრობად. ჩვენ ვიცით, რამდენად უნიკალური და მნიშვნელოვანია ბორჯომის ეროვნული პარკი”, - აღნიშნა მან.

აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, აშშ-ს სახელით, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველებს, მხარდაჭერის სახით, 500 წყვილი სახანძრო-სამაშველო ფეხსაცმელი საჩუქრად გადასცა.