შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა ბათუმის N2 საჯარო სკოლაში სიმულაციური სწავლება ჩაატარეს. სააგენტოს თანამშრომლებმა მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა გაუზიარეს.
მეხანძრე-მაშველებმა, წინასწარ შემუშავებული სცენარის მიხედვით, მიწისძვრის შედეგად გაჩენილი ხანძრის დროს სასწავლო ევაკუაცია განახორციელეს და 1000-მდე ბავშვი, პედაგოგებთან ერთად, შენობიდან გამოიყვანეს. მათ „დაშავებული“ მოსწავლეები სკოლის შენობიდან სპეციალური კალათით ჩამოიყვანეს.
აღნიშნული ღონისძიების მიზანი იყო სკოლის აღსაზრდელებისა და პერსონალისთვის საგანგებო სიტუაციების დროს კატასტროფების რისკების შემცირების გამოცდილების გაზიარება და ინციდენტზე კოორდინირებული რეაგირების უნარ-ჩვევების გამომუშავება.
სწავლება აჭარის განათლების ფონდის მიერ დაიგეგმა და სააგენტოს თანამშრომლების დახმარებით განხორციელდა.