შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შსს-ს მეხანძრე-მაშველებმა ახალშობილთა დედებს დედის დღე მიულოცეს
03-03-2017

შსს-ს მეხანძრე-მაშველებმა ახალშობილთა დედებს დედის დღე მიულოცეს

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველებმა თბილისში, ერთ-ერთ სამშობიარო სახლში, 3 მარტს დაბადებულ ახალშობილთა დედებს დედის დღე მოიულოცეს. სამშობიაროში მათი სტუმრობა ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. მეხანძრე-მაშველებმა ქალბატონებს სიმბოლური საჩუქრები და თაიგულები გადასცეს.