შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შსს-ს მაშველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მასშტაბური სიმულაციური სწავლებ...
24-12-2016

შსს-ს მაშველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მასშტაბური სიმულაციური სწავლება ჩაატარეს

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველებმა, შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის თანამშრომლებთან ერთად, მასშტაბური სიმულაციური სწავლება ჩაატარეს. ღონისძიებაში, მეხანძრე-მაშველების გარდა, სააგენტოს ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული სამსახურის თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ.

სწავლებაზე იმიტირებული ხანძრის ჩაქრობისა და თვითმფრინავის კაბინაში გამნაღმველების მუშაობის პროცესი წარმოადგინეს.

სიმულაციური სწავლება მიზნად ისახავდა ინციდენტზე კოორდინირებული რეაგირების უნარ-ჩვევების გამომუშავებას, რაც რეალურ საგანგებო სიტუაციებში კატასტროფების რისკებს შეამცირებს.