შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შსს-ს მაშველებმა მყვინთავების გადამზადების კურსი გაიარეს
16-10-2016

შსს-ს მაშველებმა მყვინთავების გადამზადების კურსი გაიარეს

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 20–მდე მაშველმა მყვინთავების მომზადება-სერთიფიცირების სამთვიანი კურსი გაიარა.

სწავლება მყვინთავ-ინსტრუქტორების პროფესიული ასოციაცია PADI-ის ეგიდით გაიმართა. შსს-ს მაშველებს ტრენინგი თბილისსა და ბათუმში ჩაუტარდათ. კურსის დასრულების შემდეგ ყველა მონაწილეს მყვინთავი-მაშველის სტატუსი მიენიჭა.

მყვინთავების მომზადების კურსის გავლა მაშველებს პროფესიონალიზმის ამაღლებაში დაეხმარება და წყალზე სამაშველო ღონისძიებების დროს მათი რეაგირების ხარისხს გააუმჯობესებს.