შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შსს-ს მაშველებმა ჩეხი ალპინისტის სამაშველო ღონისძიება წარმატებით დაასრულეს
28-03-2014

შსს-ს მაშველებმა ჩეხი ალპინისტის სამაშველო ღონისძიება წარმატებით დაასრულეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების მეექვსე ქვეგანყოფილების მაშველებმა სტეფანწმინდაში ალპინისტური ექსპედიციის ერთ-ერთი წევრის დასახმარებლად სამთო-სამაშველო ოპერაცია სრული სპეცაღჭურვილობით განახორციელეს.

სამაშველო ოპერაციის მიმდინარეობისას საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ალპინისტური ექსპედიციის ერთ-ერთი წევრი, ჩეხეთის მოქალაქე მარიო ბაბუნეა, რომელმაც წინა საღამოს ფეხი იღრძო და გზის გაგრძელება ვეღარ შეძლო, 3700 მ სიმაღლიდან ჩამოიყვანეს. დაშავებულს სასწრაფო-სამდიცინო დახმარების ბრიგადამ პირველადი დახმარება აღმოუჩინა, რის შემდეგაც იგი შპს ,,ჯეო ჰოსპიტი“-ს ყაზბეგის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში გადაიყვანეს. ამჟამად მარიო ბაბუნეას ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.