შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შსს-ს კახეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს გერმანიის დელეგაცია ეწვ...
07-11-2016

შსს-ს კახეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს გერმანიის დელეგაცია ეწვია

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა, ზვიად ქაწაშვილმა და ქალაქ თელავის მერმა, პლატონ კალმახელიძემ გერმანიის ქალაქ ბიბერახის მერს, ნორბერტ ცაიდლერს, ვიცე-მერს, კრისტიან კულმანს და დელეგაციის სხვა წევრებს ქალაქ თელავში, კახეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს სახანძრო-სამაშველო სამსახურის რეაბილიტირებულ შენობაში უმასპინძლეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს წარმომადგენლებმა სტუმრებს თელავის სახანძრო-სამაშველო სამსახურის რეაბილიტირებული შენობა, ევროპული სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი ინფრასტრუქტურა და სპეც-ტექნიკა დაათვალიერებინეს. ვიზიტის ფარგლებში, გერმანიის დელეგაციის წევრებისთვის სიმულაციური ჩვენება გაიმართა.

ბიბერახი თელავთან დამეგობრებული ქალაქია. აღნიშნული მეგობრობის ფარგლებში, არაერთ ერთობლივ ინიციატივას და პროექტს ჩაეყარა საფუძველი. სახანძრო-სამაშველო სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ტექნიკის ნაწილი, მათ შორის, სახანძრო მანქანები თელავს სწორედ ბიბერახელმა კოლეგებმა გადასცეს.