შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს, შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის კახეთის სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს თანამშრომელებმა მონაწილეობა მიიღეს აქციაში „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“ და ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად სისხლი გაიღეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციაში „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“ უკვე მესამე წელია მონაწილეობს. სამინისტროს ყველა დანაყოფის თანამშრომლები, „სისხლის ბანკის“ დახმარებით, ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის, როგორც თბილისში, ისე საქართველოს ყველა რეგიონში, სისხლს რეგულარულად აბარებენ.
აქციაში შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაწილეობის მიზანია ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის შემცირება.
აღნიშნულ აქციაში მონაწილეობა მომავალშიც გაგრძელდება.