შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს აქციაში „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“ და ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი გაიღეს.
სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, „სისხლის ბანკის“ დახმარებით, ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის, საქართველოს ყველა რეგიონში სისხლს რეგულარულად აბარებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო უკვე მესამე წელია მონაწილეობს აქციაში „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“, რომლის მიზანია დაავადებული ბავშვებისთვის საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის შემცირება.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ აქციაში მონაწილეობას მომავალშიც გააგრძელებს.