შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში დაღუპული თანამშრომლების ხსოვნისადმი...
07-10-2016

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში დაღუპული თანამშრომლების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი გაიხსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შიდა ქართლის სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს ბაზაზე საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული თანამშრომლების ხსოვნისადმი მიძღვნილი, განახლებული მემორიალის გაიხსნა.

ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი მინდია ლორთქიფანიძე, მისი მოადგილეები და დაღუპული მებრძოლების ოჯახის წევრები დაესწრნენ. მათ მემორიალი გვირგვინით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 33 თანამშრომელი გმირულად დაიღუპა, ხოლო 6 სამხედრო მოსამსახურე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.