შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარ...
03-02-2016

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლები ეწვივნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი, ვიცე-პოლკოვნიკი მინდია ლორთქიფანიძე საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორინგის წარმომადგენლებს შეხვდა.

სტუმრები დეტალურად გაეცნენ შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მიმდინარე საქმიანობასა და სპეციფიკას.

შეხვედრაზე შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ევროკავშირის მისიას შორის არსებული მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და სამომავლო ურთიერთობების განვითარების პრიორიტეტები დასახეს. ევროკავშირის მისია ოკუპირებული ტერიტორიების ხაზის გასწვრივ საქართველოს პოლიციური დანაყოფების საქმიანობის მონიტორინგს ახორციელებს.