შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს აშშ-ს ენერგეტიკის დეპარტამენტმა ქბრბ...
10-06-2017

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს აშშ-ს ენერგეტიკის დეპარტამენტმა ქბრბ საფრთხეების აღმომჩენი აღჭურვილობა გადასცა

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი, მინდია ლორთქიფანიძე ამერიკის შეერთებული შტატების ენერგეტიკის დეპარტამენტის ბირთვული კონტრაბანდის აღმოჩენისა და შეკავების დანაყოფის რეგიონულ მრჩეველს, სანდრო ვოლსკის შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების შემცირების სფეროში ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების გეგმები განიხილეს.

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტმა საჩუქრად გადასცა ქბრბ საფრთხეების აღმომჩენი სპეციალური აღჭურვილობა და დანადგარები, რომელთა პრაქტიკაში გამოყენება ხელს შეუყობს ამ მიმართულებით არსებული პოტენციური საფრთხეების პრევენციას, აღმოჩენასა და ლოკალიზებას.