შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და საქართველოში ევროკავშირის სადამ...
26-10-2016

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შორის ამხანაგური საფეხბურთო მატჩი გაიმართა

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საფეხბურთო გუნდმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) გუნდს შსს-ს აკადემიის სპორტულ დარბაზში უმასპინძლა. ღონისძიებას EUMM-ისა და გდდ-ს ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

ამხანაგური შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა და შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის გამარჯვებით დასრულდა. მატჩის შემდეგ, თამაშის მონაწილეებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტსა და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შორის ამხანაგური საფეხბურთო მატჩი პირველად ჩატარდა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მსგავსი ტიპის სპორტული ღონისძიება პერმანენტულ ხასიათს მიიღებს, რაც შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტსა და EUMM-ს შორის არსებული წარმატებული, მეგობრული და საქმიანი ურთიერთობების გაღრმავებას ხელს შეუწყობს.